უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად აუცილებელია ერთიანობა, ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები. ზელენსკის განცხადებით, წარმატებას სჭირდება ერთიანობა ამერიკის, ევროპის და მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც უსაფრთხოების ფასი იცის. უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც 7 დეკემბერს პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ.ზელენსკი მაკრონს მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზებისთვის, ხოლო ტრამპს - ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ომის სამართლიანად დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა და ახლავე მოქმედებაა საჭირო, რათა შესაბამისი საერთაშორისო წესრიგი აღდგეს.