რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში "ქართული ოცნების" ახალ რეგულაციებზე - Palitra News

რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში "ქართული ოცნების" ახალ რეგულაციებზე

2024-12-10 12:08:36+04:00

მე-11 მოწვევის პარლამენტმა სხდომები განაახლა. „ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისთვის ემზადებაა“. მათ შორისაა ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოება და რეალიზაციის ახალ რეგულაციებს ეხება. დაგეგმილია საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირებაც. სასესიო დარბაზში ოპოზიციისთვის განკუთვნილი სკამები კვლავ ცარიელია. საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას ხელისუფლება კვლავ ერთპარტიულად გეგმავს.