აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ამერიკულ მხარეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს - Palitra News

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ამერიკულ მხარეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

2024-12-10 09:25:47+04:00

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ამერიკულ მხარეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში ჯო უილსონი წერს, რომ საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება ქართველების წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღებას განაგრძობს. „“არ შეგვიძლია გვერდით გავდგეთ და დავუშვათ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველო დიქტატურის ხელში მოექცეს“, - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე.