„ერთიანობა - ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოკითხვაზეა დაბარებული - Palitra News

„ერთიანობა - ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოკითხვაზეა დაბარებული

2024-12-09 21:33:30+04:00

„ერთიანობა - ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოკითხვაზეა დაბარებული. პოლიციამ ვაშაძეს სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ. ამის პასუხად ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს. მისი თქმით, ქვეყანაში ძალადობის მთავარი ორგანიზატორები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არიან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე სწორედ ეს ადამიანები უნდა დაიბარონ.