იურისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარეს. მათ აქციებზე დაკავებულთა შესახებ ისაუბრეს და ასევე სამომავლო გეგმებიც განიხილეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელია აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ამის საპასუხოდ, მმართველ პარტიაში ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კვლავ მწვავედ აკრიტიკებენ.