ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე იმსჯელებს. ამის მიზეზად „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება სახელდება. ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას სავიზო პოლიტიკის გადახედვისკენ და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ამავდროულად, ქართული ოპოზიცა დასავლეთის მხრიდან ამჯერადაც ქმედით ნაბიჯებს ელოდება. როდის აპირებს ევროკავშირი სავიზო პოლიტიკის საკითხზე მსჯელობას და რა პოზიციები ისმის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.