რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით ორჯერ შეუტიეს. უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის უპილიტო საფრენი აპარატები ჯერ ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში აღმოაჩინეს, რამდენიმე წუთში კი დრონები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ , ჩერნიგოვის აღმოსავლეთით დაფიქსირდა. დაზიანებების, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.