აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრეს. პენტაგონის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა ასევე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის დაგეგმვა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უწყვეტი ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატში დეკემბერშია დაგეგმილი და ის, შესაძლოა, ლიდერების დონეზე ჩატარდეს.