თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე. როგორც მერია განმარტავს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ დადგმული ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი არ არის საბოლოოდ დასრულებული, სწორედ, ამიტომ ის არ არ არის უსაფრთხო.