“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოკითხვაზეა დაბარებული. გიორგი ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ. სამართალდამცველებმა ვაშაძეს უთხრეს,რომ თუ საგამოძიებო უწყებაში არ მივა, მიმართავენ სასამართლოს, რათა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს.