გიორგი ვაშაძე - ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა - Palitra News

გიორგი ვაშაძე - ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა

2024-12-08 12:48:37+04:00

ჟურნალისტებს მივმართავ, გადაწყვიტეთ ახლა ივანიშვილთან ერთად მაკა ჩიხლაძეს კისერი გადაუგრიხეთ, თუ უარს ამბობთ და გმობთ ივანიშვილს?! - ასევე, მივმართავ პოლიციას, თქვენ ივანიშვილთან ერთად ჟურნალისტებს და ახალგაზრდების ცემაში სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი, თუ გმობთ ივანიშვილს?! - უნდა დაგმოთ ბიძინა ივანიშვილი! - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„სახეზე სახელმწიფო სისტემის სრული ჩამოშლა გვაქვს. ფაქტობრივად, ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც ყველაზე საგანგაშოა, პოლიცია გვევლინება ამ ბანდფორმირებების მცველებად.

ჟურნალისტებზე თავდასხმა განახორციელა კონკრეტულმა პირებმა ბიძინა ივანიშვილის სახელით, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ! დღეს, დაპირისპირებას იწვევს ივანიშვილი. დღეს, ჟურნალისტებს თავს ესხმის ივანიშვილი. დღეს, ხალხს ქუჩაში ბიძინა ივანიშვილი სცემს. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოშორებით, ეს ყველაფერი დალაგდება. საქართველოს ის [ბიძინა ივანიშვილი] ახლა მიაქანებს 90-იანი წლებისკენ, ეს არის ცალსახად შემდგარი ფაქტი.