რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ ამისკენ რამდენიმე მომიტინგემ მოუწოდა. პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.
აღნიშნულ ტერიტორიებზე მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რჩებიან.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანიც დატოვეს.