თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული პირების პროცესები იმართება - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული პირების პროცესები იმართება

2024-12-07 21:10:10+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული პირების პროცესები იმართება. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ანზორ კვარაცხელიას და საბა ჯიქიას, რომლებსაც პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. პოლიციელის მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაშია ეჭვმიტანილი ანზორ კვარაცხელია. პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ ისვრის ბრალდებული „მოლოტოვის კოქტეილს“ და როგორ ეცემა ის პოლიციელების წინ.