დავით კეზერაშვილი კუთვნილი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღების შესახებ კომენტარს აკეთებენ მმართველი გუნდის ლიდერები - Palitra News

დავით კეზერაშვილი კუთვნილი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღების შესახებ კომენტარს აკეთებენ მმართველი გუნდის ლიდერები

2024-12-07 21:08:57+04:00

დავით კეზერაშვილი კუთვნილი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღების შესახებ კომენტარს აკეთებენ მმართველი გუნდის ლიდერები. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში აღმოჩენილი იარაღები საზოგადოებაში ბევრ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს. ოპოზიციის შეფასებით კი კეზერაშვილის სახლში განხორციელებული ჩხრეკა პოლიტიკური დევნის ნიშნებს აჩენს. შსს-ის ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი. დავით კეზერაშვილის განცხადებით კი აღმოჩენილი იარაღი მის სახლში სრულიად კანონიერად ინახებოდა, არარეგისტრირებული იარაღები კი მას ჩაუდეს.