ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები გასულ ღამეს აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და განაცხადეს რომ პოლიციური ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას და მომიტინგეების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. პარალელურად, ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ 2 კონკრეტული მოთხოვნა რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებასა და პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გულისხმობს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ, რომელმაც დასავლელ პარტნიორებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.