თბილისის ცენტრში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საქარტველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით დაწყებული არ აქვს. ნონა ქურდოვანიძე ამბობს რომ ამ დროისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 320-მდე შეტყობინებაა შესული. ორგანიზაცია მოუწოდებს უწყებას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ყველა საქმე.