სირიის ამბოხებულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით ქალაქი დარა დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებმა სამთავრობო ძალებთან შეთანხმებას მიაღწიეს და სირიის სამთავრობო არმიის ნაწილები ქალაქიდან გავიდნენ. ამბოხებულები აცხადებენ, რომ უსაფრთხოებისა და არმიის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ქალაქში მსახურობენ, დამასკოში წასასვლელად უსაფრთხო დერეფანი მიეცათ. ამბოხებულები, ქალაქთან ერთად, უკვე დარას რეგიონის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, რომელიც იორდანიას ესაზღვრება.