საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებაში გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - „დროებით გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები“.