თბილისის ქუჩებში მოქალაქეების პროტესტი გრძელდება - Palitra News

თბილისის ქუჩებში მოქალაქეების პროტესტი გრძელდება

2024-12-07 16:10:55+04:00

თბილისის ქუჩებში მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის მე-9 ღამეც. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. მომიტინგები კი საპოლაციო ძალების მისამართით პიროტექნიკას იყენებდნენ. სამართალდამცველებმა ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ცოტნე კობერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ბექა ყორშია. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებული მოქალაქეების ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. რუსთაველის გამზიზრე აქციის დაშლის შემდეგ მომიტინგეებმა მტკვირს სანაპიროზე გადაინაცვლეს და თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.