თბილისის ქუჩებში მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის მე-8 ღამეც - Palitra News

თბილისის ქუჩებში მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის მე-8 ღამეც

2024-12-07 12:59:17+04:00

თბილისის ქუჩებში მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის მე-8 ღამეც. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველებმა ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ცოტნე კობერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ბექა ყორშია.