რუსული მედიის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს - Palitra News

რუსული მედიის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

2024-12-07 12:57:56+04:00

რუსული მედიის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერილი დოკუმენტი რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის, ტერიტორიების მთლიანობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის ორმხრივ ვალდებულებებს განსაზღვრავს. კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ხელმოწერილი შეთანხმება „რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების საიმედოდ დაცვას შესაძლებელს გახდის“.