რუსთაველის გამზირზე გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციური პარტიები ერთობლივი ბრიფინგით ეხმაურებიან. მათი განცხადებით, პოლიციური ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას და მომიტინგეების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.