ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება - Palitra News

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება

2024-12-06 20:31:35+04:00

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ის ახლახან ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება. მისივე თქმით, ევროპაში იციან ქართველების ევროპული მისწრაფებები, ხედავენ ევროკავშირის დროშების ფრიალს და გვესმის ქართველების ხმა.