ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური სუბიექტის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა - ოპოზიციური პარტიები ერთობლივი კონფერენციის ფარგლებში დღესაც შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტებს წინაარმდეგობის გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვთ. ვიდრე ოპოზიცია საკუთარ გეგმებსა და მოთხოვნებზე საუბრობს, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დემონსტრაციის ტალღამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ქვეყანაში რევოლუცია ვერ განხორცელდება.