შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყება ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეუღლის ძმის, “ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანია მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკის შესახებ და აცხადებს, რომ „სამართალდამცველებმა სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.