სალომე ზურაბიშვილი - „პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“ - დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - „პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“ - დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ

2024-12-06 16:42:48+04:00

„პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“ - დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ადამიანებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ.

„საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი - 9 წელი!“- წერს პრეზიდენტი.