თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას და მისი მხრიდან მიმდინარე პროცესებზე პოზიციის გამოხატვას ითხოვენ - Palitra News

თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას და მისი მხრიდან მიმდინარე პროცესებზე პოზიციის გამოხატვას ითხოვენ

2024-12-06 15:42:09+04:00

თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას და მისი მხრიდან მიმდინარე პროცესებზე პოზიციის გამოხატვას ითხოვენ.

თეატრისა და კინოს წარმომადგენლები უნივერსიტეტის შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებულებს შორისაა უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, რაზეც რექტორმა პოზიცია უნდა გამოხატოს.

მათი მოთხოვნაა, რომ თეატრალური უნივერსიტეტი ყოფილი და მოქმედი სტუდენტების გვერდით დადგეს და ძალადობის აქტებზე პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს.

როგორც ცნობილია, დაკავებულია მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.