ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს შეხვდა. სალივანის განცხადებით, იანვრის შუა რიცხვებამდე აშშ-ი უკრაინას დამატებით ასობით ათას საარტილერიო ჭურვს, ათასობით რაკეტასა და ასობით ჯავშანტექნიკას მიაწვდის. გამოცემა გარდიანის ცნობით, აშშ- ი პირობას დებს, რომ უკრაინას ცოცხალ ძალასთან დაკავშირებული გამოწვევის გადაჭრაშიც მხარს დაუჭერს და ქვეყნის ტერიტორიის მიღმა მდებარე ობიექტებზე ჯარებს მოამზადებს. უახლოეს კვირებში შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. გამოცემის ცნობით, ნაბიჯები რუსეთის ძალების შესამცირებლად და მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად იდგმება. უკრაინის ოფიციალური პირები და აშშ-ში უკრაინის ელჩი, მიმდინარე კვირაში ტრამპის გარდამავალი გუნდის მთავარ ფიგურებსაც შეხვდებიან. უცხოური გამოცემა წერს, რომ შეხვედრები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი 24 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნას კენჭს არ უყრის.