„ქართული ოცნება“ საქართველოს რიგით მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევისთვის ემზადება, მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი პარლამენტის მსგავსად საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, არალეგიტიმურს უწოდებს. მისი თქმით, რჩება ხალხის პრეზიდენტად და მათთან ერთად განაგრძობს სვლას ქვეყნის ევროპული კურსის დასაცავად. სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მმართველი გუნდი კი ირწმუნება, რომ მიუხედავად ზურაბიშვილის განცხადებისა, ახალი პრეზიდენტის არჩევა მაინც მოხდება.