რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაკავებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. მათ ნაწილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, ნაწილი კი ბრალის ოფიციალურად გაცნობას სხვადასხვა იზოლატორში ელოდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. მათ შორის ერთ-ერთია კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ცრუ ოქმებია შედგენილი.