თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გაიმართება. დღესვეა ჩანიშნულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესებიც გაიმართება. მათ ნაწილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, ნაწილი კი ბრალის ოფიციალურად გაცნობას სხვადასხვა იზოლატორში ელოდება. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერი ლიდერის ნიკა გვარამიას ადამინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით აქციების მიმდინარეობის დროს სულ 13 პირი დააკავა, ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით 1 პირი.