უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა

2024-12-06 09:33:20+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკის განცხადებით, საუბრისას ხაზი გაესვა ნატო-ში უკრაინის მიწვევის მნიშვნელობას, საბრძოლო ბრიგადების საბრძოლო მასალებით, იარაღითა და ტექნიკით დროულად გაძლიერების აუცილებლობას, ასევე ზამთარში რუსული საჰაერო ტერორისგან უკრაინის თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის მისაღწევად პოზიციების კოორდინაციას ახდენს. ზელენსკის თქმითვე, უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროპელი პარტნიორებისთვისაც გადამწყვეტია.