სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთში ბევრს სურს, რომ სანქციების გაუქმება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გახდეს - Palitra News

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთში ბევრს სურს, რომ სანქციების გაუქმება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გახდეს

2024-12-06 09:30:54+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთში ბევრს სურს, რომ სანქციების გაუქმება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გახდეს, თუმცა რუსეთი საკუთარ თავზე დაყრდნობასა და თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, ამჯობინებს, რომლებიც ეკონომიკურ ინტერესებსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევენ. საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუსას ისაუბრა. ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას იმ პირობებით დათანხმდება, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა. ლავროვმა აშშ-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი შეერთებულ შტატებთან ომზე არ ფიქრობს, რადგან ასეთი ომი შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს, მოსკოვისთვის კი მთავარია ეს თავიდან აიცილოს.