საერთაშორისო საზოგადოება ქმედითი ზომების მიღებას იწყებს - უკრაინამ 20 მდე პირს სანქციები დაუწესა - Palitra News

საერთაშორისო საზოგადოება ქმედითი ზომების მიღებას იწყებს - უკრაინამ 20 მდე პირს სანქციები დაუწესა

2024-12-06 09:29:18+04:00

საერთაშორისო საზოგადოება ქმედითი ზომების მიღებას იწყებს. უკრაინამ 20 მდე პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მოხვდნენ. სანქციების პაკეტის ამოქმედებას აანონსებს ოფიციალური ვაშინგტონიც. „შეზღუდვები გარდაუვალია და სანქცირებულთა სია აუცილებლად გაფართოვდება - ასეთია პარტნიორების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები შექმნილ რეალობაზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ და აქვე დასძენენ, რომ ქართული ოცნების ქმედებების გამო ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს.