პროტესტი, რომელსაც ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების პოზიცია საპროტესტო აქციებზე, რომლებიც უკვე არაერთი დღეა მიმდინარეობს. მესამე სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესში ახალგაზრდების როლზე საუბრობენ და მკაფიოდ ამბობენ, რომ პროტესტი არა , რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ გულწრფელ ახალგაზრდებს უკავშირდება. მხარეები მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შესაძლებლობას არავის მისცემენ.