ბარიერგადალახულ ოპოზიციური პარტიებს ქვეყანაში არსებული კრიზისის დასასრულებლად, ბიძინა ივანიშვილს ორი კონკრეტული მოთხოვნა აქვთ - Palitra News

ბარიერგადალახულ ოპოზიციური პარტიებს ქვეყანაში არსებული კრიზისის დასასრულებლად, ბიძინა ივანიშვილს ორი კონკრეტული მოთხოვნა აქვთ

2024-12-05 22:17:42+04:00

ბარიერგადალახულ ოპოზიციური პარტიებს ქვეყანაში არსებული კრიზისის დასასრულებლად, ბიძინა ივანიშვილს ორი კონკრეტული მოთხოვნა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ამ პარტიებმა აამოქმედეს საინფორმაციო ცენტრი, რომლის მიზანიც მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება იქნება. ოპოზიციონერმა ლიდერები ასევე ამბობენ, რომ განაგრძობენ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას, რათა სანქციები შეეხოს როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ყველა იმ პირს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. ხელისუფლების ოპონენტები იმედს გამოთქვამენ, რომ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.