2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტია დღეიდან საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდებაა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებენ , რათა სანქციები შეეხოს როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ყველა იმ პირს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებენ. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო პასუხისგება მოუწევს.