დაკავებული აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები - რა ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რას აცხადებენ დაკავებულის ადვოკატები - Palitra News

დაკავებული აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები - რა ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რას აცხადებენ დაკავებულის ადვოკატები

2024-12-05 12:35:05+04:00

დაკავებული აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „სისხლის სამართლის კოდექსით“ სულ 15 მომიტინგეა დაკავებული. დაკავებულების ნაწილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას ედავებიან. რიგითი მოქალაქეების გარდა დაკავებულები არიან პოლიტიკოსები, მათ შორის ნიკა გვარამია, რომელიც მაშინ დააკავეს, როდესაც სამართალდამცველები პარტიულ ოფისებში ჩხრეკას ატარებდნენ. გუშინ „ქორთიად მარიოტთან“ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს ალეკო ელისაშვილიც. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე პოლიციამ იძალადა.