“ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს, პარტნიორებისგან სანქციების დაწესებას” - 20 ზე მეტი არასამთავრებო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს - Palitra News

“ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს, პარტნიორებისგან სანქციების დაწესებას” - 20 ზე მეტი არასამთავრებო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

2024-12-05 12:32:19+04:00

“ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს, პარტნიორებისგან სანქციების დაწესებას” - 20 ზე მეტი არასამთავრებო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და საკუთარ მოთხოვნებს ასახელებს. მესამე სექტორი სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით ადამიანებზე სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ხელისუფლების ოპონენტების ოფისების ჩხრეკას კატეგორიულად გმობს. 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას მოუწოდებს, "დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და რეპრესიული რუსული რეჟიმის წარმომადგენლების შესაჩერებლად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები. “”ივანიშვილის ხელისუფლებას ეშინია ხალხის, რადგან მხოლოდ ხალხს შეუძლია ამ უკანონობას დაუსვას წერტილი. ძალაუფლებაში მყოფი არალეგიტიმური ძალის მხრიდან რეპრესიების დაწყება, დაკავებულების წამება და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება რეჟიმის სისუსტის და შიშის ნიშანია. ჩვენ არ გვეშინია, ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას ძალადობის, უსამართლობის და ანტიკონსტიტუციური წესრიგის დამყარების წინააღმდეგ.” - ნათქვამია არასამთავრებო ორგანიზაციების განცხადებაში.