სამართალდამცავებმა "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი თაზო დათუნაშვილი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცავებმა "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი თაზო დათუნაშვილი დააკავეს

2024-12-05 09:24:22+04:00

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თავისუფლების მოედანზე. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი თაზო დათუნაშვილი დააკავეს. ოპოზიციისთვის დაკავების მიზეზი უცნობია. თუმცა, დარწმუნებულები არიან რომ თავდასხმის მთავარი მოტივი მათი დაშინებაა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც საპროტესტო აქციის პარალელურად 4-მა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ შეხვედრა დაასრულა და პარლამენტთან მიმდებარე აქციას უერთდებოდა.