საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება. „ღირსებით ევროპისკენ! ღირსეული ქართველი!“, - წერს პრეზიდენტი „ფეუსბუქზე“. ირაკლი შაიშმელაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად გამოაქვეყნა. შაიშმელაშვილი "ფეისბუქ" პოსტს, გადადგომის შესახებ განცხადებასთან ერთად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ნიშნებსაც ურთავს.