საერთაშორისო ლიდერების მორიგი კრიტიკა ქართულ ოცნებას. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები ქართულ ოცნებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადოვისა და ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების გამო აკრიტიკებენ. მიმდინარე პროცესებს ნატოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა. მმართველ გუნდს მწვავე მესიჯებს უგზავნიან სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები და ევროპარლამენტარებიც.