პოლიციამ კოალიცია ცვლილებებისთვის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. შელაპარაკება გვარამიას მოთხოვნას მოჰყვა. ის, როგორც წარმომადგენელი, ოფისში შესვლას და ჩხრეკის პროცესზე დაკვირვებას ითხოვდა. დაკავებულია კოალიცია ცვლილების“ კიდევ ერთი წევრი გელა ხასაია.