კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი გაიფიცა - Palitra News

კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი გაიფიცა

2024-12-04 19:54:48+04:00

კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამის ინფორმაციას ისინი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ.

ამ ეტაპზე გაფიცვა 10-მდე პირს აქვს გამოცხადებული.

გაფიცულთა შორის არიან: ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, გიორგი ცხადაძე, ვანო თარხნიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, თუთა ოქროპირიძე, თამრი ოხიკიანი, მანუ თავაძე, მარიამ ნადირაძე, ნატუკა კახიძე, ანდრო ჭიჭინაძე, ნატალია გაბისონია.