სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს

2024-12-04 17:39:24+04:00

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს.

„იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, - წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.