მოქალაქეები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - როგორ ვითარდებოდა მოვლენები აქციაზე მთელი ღამის განმავლობაში - Palitra News

მოქალაქეები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - როგორ ვითარდებოდა მოვლენები აქციაზე მთელი ღამის განმავლობაში

2024-12-04 15:42:22+04:00

დედაქალაქის ქუჩებში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. უკვე მე-7 დღეა მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ევროკავშირთან მოლარაკების საკითხის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხნას დღესაც გააპროტესტებენ. დემონსტრანტები 19 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. უკვე რამდენიმე დღეა სამართალდამცველები მომიტინგეებს წყლის ჭავლის, გაზის კაფსულებისა და წიწაკის სპრეის საშუალებით შლიან. გუშინ რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქცია, რომელიც სპეცრაზმა დაშალა, დღეს გამთენიისას საპროტესტო მსვლელობით ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულდა.