ვედანტ პატელი საქართველოს მთავრობაზე - მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ - Palitra News

ვედანტ პატელი საქართველოს მთავრობაზე - მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ

2024-12-04 12:43:51+04:00

აშშ-ის მიერ საქართველოსთან შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის სანქციები ოფიციალური პირებს და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს უარი საქართველოსთან ახალი პროექტების განხორციელების თაობაზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმაბლობაში სტრატეგიულმა პარტნიორებმა ქართული ოცნების ქმედებების საპასუხოდ მიიღეს. სანქცირების პოლიტიკას საქართველოს მთავრობის მისამართით შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. დასავლელი და ევროპელი ლიდერების სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ევროკავშირთან მოლარაკების საკითხის 2028 წლამდე შეჩერებას და ქვეყნის ევროპულ კურსს იცავენ.