გაუმართლებელი გადაწყვეტილება, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო სასამართლოს უარს წარმოებაში მიეღო 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ რომ საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სისტემა კიდევ ერთხელ დაიკანონა. მათივე თქმით მმართლმსაჯულების ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა ქვეყანაში განვითარებული პროცესები ჩიხიდან გამოეყვანა. ცარო კირვალიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.