გერმანია საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის განხორციელდებასა და სესხის ხელშეკრულებები სგაფორმდებას არ აპირებს - Palitra News

გერმანია საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის განხორციელდებასა და სესხის ხელშეკრულებები სგაფორმდებას არ აპირებს

2024-12-04 09:31:09+04:00

გერმანია საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის განხორციელდებასა და სესხის ხელშეკრულებები სგაფორმდებას არ აპირებს. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი, სვენია შულცეს ინფორმაციით, გერმანია იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით. გერმანელი მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა, გადაწყვეტილებით 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ევროკავშირთან მოლარაკების საკითხი, დროებით მაინც ბლოკავს საკუთარი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს. „განვითარების სამინისტრო დღემდე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. საქართველოს მთავრობასთან ეს თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. ეს ვალდებულება შეიძლება გაგრძელდეს მომავალში, იქ, სადაც ეს ქვეყნის ევროპულ კავშირებს გააძლიერებს", - განაცხადა მინისტრმა სვენია შულციმ.