აშშ-ი ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობს და შეშფოთებას გამოხატავს ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობების გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებით, დემონსტრანტები მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას იყენებენ. ვედანტ პატელი ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანი ხასიათი. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები მკაცრად დაიცვას“ - განაცხადა , აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ